Главная > კოვიდ 19 > კორონავირუსს კიდევ ერთი ბიზნესმენი ემსხვერპლა

კორონავირუსს კიდევ ერთი ბიზნესმენი ემსხვერპლა


26-01-2021, 10:23. Разместил: mariko

მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი, პაატა ნარიმანიძე დღეს გარდაიცვალა. მიზეზი ახალი კორონავირუსია. კომპანიის განცხადებას ,,რადიოვივი" უცვლელად გთავაზობთ.

,,უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა.თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს - ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას.მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის!"-ნათქვამია მარნეულის ქარხნის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ კორონავირუსს ემსხვერპლა "ლუტეციას" დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძეც.


Вернуться назад