Главная > კოვიდ 19 / მსოფლიო > აშშ-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.
აშშ-მ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.11-05-2021, 10:22. Разместил: mariko |
შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. "დღევანდელი ქმედება ახალგაზრდა მოსახლეობა კოვიდ 19-ისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა, რაც გვაახლოებს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების განცდასა და პანდემიის დასრულებასთან. მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა," - განაცხადა აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა. კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა. კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა. კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს. Вернуться назад |