Главная > პოლიტიკა > გიორგი ვაშაძე: ამომრჩეველი ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს

გიორგი ვაშაძე: ამომრჩეველი ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს


10-05-2021, 17:00. Разместил: mariko

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კაჭრეთში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ამომრჩეველი ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

„კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც, ეს არის, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება, რაც ვფიქრობ არის ძალიან მაგარი მიღწევა, უკვე რაც გვაქვს. ეს არის ერთი საათის მუშაობის შედეგად. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ თავიდან ბოლომდე და სამუშაო ჯგუფი ამაზე გადავა”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


Вернуться назад