Главная > კოვიდ 19 > აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას აძლევენ.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას აძლევენ.


13-04-2021, 15:52. Разместил: mariko

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებს Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას აძლევენ.

CNN-ის ინფორმაციით, უწყებებმა აღნიშნული რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson– ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში, ვაქცინაციიდან 6-13 დღეში გამოვლინდა.

„ოთხშაბათს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იმუნიზაციის წესების მრჩეველთა კომიტეტის სხდომას მოიწვევს, რათა ეს შემთხვევები განიხილოს და მათი პოტენციური მნიშვნელობა შეაფასოს. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია განიხილავს ამ ანალიზს, რადგან ის ასევე იკვლევს ამ შემთხვევებს. სანამ ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ გირჩევთ, სიფრთხილის გამო, ამ ვაქცინის გამოყენება დააპაუზოთ,“- აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, საერთო ჯამში, Johnson & Johnson– ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 6.8 მილიონი დოზაა გამოყენებული.

წყარო: Ipn


Вернуться назад