Главная > კოვიდ 19 > მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 137 მილიონს, გამოჯანრთელებულების რიცხვმა კი 110 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 137 მილიონს, გამოჯანრთელებულების რიცხვმა კი 110 მილიონს გადააჭარბა13-04-2021, 10:12. Разместил: mariko |
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 137 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.95 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.8 მილიონს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია. Вернуться назад |