Главная > კოვიდ 19 / სიახლეები > პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის


6-04-2021, 17:00. Разместил: mariko

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

"აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.


Вернуться назад