Главная > კოვიდ 19 > ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს

ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს


6-04-2021, 14:00. Разместил: mariko

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებია საჭირო. ამასთან, მარგარეტ ჰარისმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას.

ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი თანასწორობის საკითხია.


Вернуться назад