Главная > კოვიდ 19 > ,,ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში",,-თენგიზ ცერცვაძე

,,ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში",,-თენგიზ ცერცვაძე


3-02-2021, 16:30. Разместил: mariko

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო - 80 გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია დღესვე რომ დაიწყოს, პროცესში ხინჯი არ იქნება.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჯერ არ მინახავს ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ, როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება. ", - განაცხადა ცერცვაძემ.


Вернуться назад