Главная > კოვიდ 19 > საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან


6-12-2022, 22:35. Разместил: mariko

კოვიდ–19, ზამთრის პერიოდში გავრცელებული ვირუსების, სეზონური გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები, მათი პრევენციის გზები და იმუნიზაციის მნიშვნელობა - მარნეულში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის Vaccination4Georgia ფარგლებში ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას უძღვებოდა ჯანდაცვის ექსპერტი.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პროექტის სამიზნე სხვა რეგიონების ადგილობრივი თემების წარმომადგენლებისთვისაც.  შეხვედრების მიზანია,  ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვადსხვა დაინტერესებულ ჯგუფებს მიეწოდოს გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია ვაქცინაციის, პანდემიის, სეზონური გართულებების და იმუნიზაციის შესახებ და დამსწრეებმა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური ექსპერტებისაგან.

პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.





Вернуться назад