Главная > კოვიდ 19 > პატრიარქი ჯანმრთელადაა და კორონავირუსი არ აქვს- ანდრია ჯარმაიძე

პატრიარქი ჯანმრთელადაა და კორონავირუსი არ აქვს- ანდრია ჯარმაიძე


29-01-2021, 23:20. Разместил: mariko

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქი კორონავირუსით დაინფიცირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, - ნათქვამია ჯაღმაიძის განცხადებაში.


Вернуться назад