COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საქართველოს 41 686 368 ლარი აქვს დახარჯული.

ნანახია: 445
სრული ინფორმაცია

COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საქართველოს 41 686 368 ლარი აქვს დახარჯული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უწყება ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და განმარტავს, რომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია მათ კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.

„ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის“ კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, ანაზღაურებას დაქვემდებარებულმა თანხამ ჯამურად შეადგინა 41,686,368.49 ლარი. რაც შეეხება ინფორმაციის მოწოდებას, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან და მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული აქვს ე.წ.

"confidentiality agreement". მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.


წყარო :Ipn
ფოტო: ბათუმელები


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."