როიტერი: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

ნანახია: 473
სრული ინფორმაცია

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი 0 მხოლოდ 3 თვე დასჭირდა.


ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 1.1 მილიონი, ევროპის რეგიონშია დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი მოდის.


ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი - 550 000-მდე - ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია. მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული.


ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.


ამასთან, კომპანია Our World in Data-ს მონაცემებით, მსოფლიოში სულ მცირე 370.3 მილიონ ადამიანს, ანუ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 4.75%-ს, ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."