ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა

ნანახია: 464
სრული ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა.

როგორც მან "ფეისბუქ" მიმართვაში განაცხადა, არსებული ვითარება 2020 წლის სექტემბერ-ოქტობრის სიტუაციას აგონებს.

„ჩვენ ვართ სწორედ მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა დაახლოებით, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელითაც ინტენსიურ მეორე ტალღაში შევედით. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა პირველი და მეორე ტალღის, ძალიან არ გვინდა არავის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის - პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."