ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა

ნანახია: 436
სრული ინფორმაცია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 2, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 725, აჭარაში - 147, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში - 129, აჭარაში - 25, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 - თბილისში, 35 - აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 728 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 156 პირი, აჭარაში - 583, იმერეთში - 935.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."