ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა

ნანახია: 391
სრული ინფორმაცია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 103 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 024 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში - 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 - აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 581 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."