AstraZeneca-ს ვაქცინას 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოცდიან.

ნანახია: 466
სრული ინფორმაცია

ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად შექმნილი ვაქცინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის შეფასების მიზნით კვლევას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი შუალედური კლინიკური ცდის შედეგად დადგინდება, ეფექტურია თუ არა ვაქცინა 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. მათივე ინფორმაციით, კლინიკურ ცდაში 300 მოხალისე ჩაერთვება და აცრების გაკეთება მიმდინარე თვეშივე დაიწყება.

ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“. ეს გამოწვეულია შედარებით დაბალი ფასით და ასევე იმით, რომ ვაქცინის განაწილება შედარებით იოლია, რადგან ის სტანდარტულ მაცივრებში ინახება. AstraZeneca მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.

წყარო: Reuters


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."