„ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

ნანახია: 487
სრული ინფორმაცია

დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში ,,ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკასთან იყო კავშირში.

ასევე, ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, კონკრეტულად კი ბავარიაში.

რაც შეეხება იტალიას, იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ,,ომიკრონ“ შტამი მოზამბიკიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ,,ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სახელწოდებით ,,ომიკრონი“ , პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის, აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."