Главная > Breaking Newvs > რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად
რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად6-02-2021, 23:08. Разместил: mariko |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე და ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება: ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:
ქვეყანაში ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით. Вернуться назад |