Главная > ბოლნისი > ბოლნისში, სამიქალაქო თვითმმართველობის პლატფორმა - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფიიქმნება .

ბოლნისში, სამიქალაქო თვითმმართველობის პლატფორმა - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფიიქმნება .


18-09-2021, 12:12. Разместил: qristine

ბოლნისში, სამიქალაქო თვითმმართველობის პლატფორმა - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფიიქმნება .


ჯგუფმა პირველი ინიციატივით საზოგადოებას დღეს მიმართა.


რადიო WW გთავაზობთ ახალი საზოგადოებრი პლატფორმის განცხადებას უცვლელად.  ,,ძვირფასო ბოლნისელებო, გაცნობებთ, რომ ფორმირების პროცესშია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი.


ჯგუფის ხედვაა ბოლნისში აღიზარდონ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი თაობები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციითა და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნით იქნება შესაძლებელი.


გვსურს, შევიმუშაოთ პირველი პეტიცია, რომელიც სწორედ ჯგუფისა და ფართო საზოგადოების ხედვასთან იქნება თანხვედრაში. კონკრეტულად კი, ვფიქრობთ, აუცილებელია ბოლნისში საფუძველი ჩაეყაროს სპორტული კომპლექსის მშენებლობას, სადაც თავმოყრილი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული ყველა ფიზიკური აღზრდის სპორტული სექცია და დამატებით ის წრეები, რისი მოთხოვნილებაც აქვთ მოქალაქეებს.


პეტიციის გასაჯაროვებამდე გვსურს თქვენგან, მოქალაქეებისგან მივიღოთ ინფორმაცია, ამ დრომდე არსებულის გარდა, კონკრეტულად რომელი ფიზიკური აქტივობებისთვის ისურვებდით მუნიციპალიტეტში სივრცეებისა და ინფრასტეუქტურის შექმნას?


გთხოვთ, შეავსოთ თანდართული 3 შეკითხვისგან შემდგარი კითხვარი. 


<<<<<<<<<<<ლინკი-Link>>>>>>>>>>>>>>>>>>>


კითხვარს თან ერთვის დეტალური ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის ხედვისა და გეგმების შესახებ, ასევე ამ დროისთვის მოქმედი სპოტული თუ შემოქმედებითი მიმართულებები.


აქტიურ მოქალაქეებს დაინტერესების შემთხვევაში გელით, რომ შემოგვიერთდეთ საინიციატივო ჯგუფში.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ჯგუფის გზამკვლევი და გამოკითხვის ფორმა.


Вернуться назад