Главная > ბოლნისი / კულტურა > წიგნი „ეთნო ტაბლა“ ქვემო ქართლის კულინარიის რეცეპტები გააერთიანებს
წიგნი „ეთნო ტაბლა“ ქვემო ქართლის კულინარიის რეცეპტები გააერთიანებს1-07-2021, 13:59. Разместил: mariko |
ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი კულინარიული რეცეპტები წიგნში „ეთნო ტაბლა“ მოიყრის თავს.
კულინარიული წიგნების, მესხური, კოლხური, თუშური და ქისტური ტაბლას შემდეგ, USAID/Zrda გამოსცემს ახალ კულინარიუ კრებულს, „ეთნო ტაბლა“, რომელშიც თავმოყრილი იქნება, ქვემო ქართლის რეგიონში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების (სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, გერმანელი, ასირიელი) ძველი კულინარიული რეცეპტები.
![]() პროექტის ფარგლებში, ახალი კულინარიული წიგნის „ეთნო ტაბლას“ კერძების ტესტირების პროცესი და „ნუდლის სუპის“ მასტერკლასი გერმანული რეცეპტის მიხედვით, ბოლნისში გაიმართა და მასში მონაწილეობა USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ და USAID/Zrda-ს ხელმძღვანელმა, ქეთი ჭუმბურიძემ „ბოკუზ დორ საქართველოს“ მონაწილე და გამარჯვებულ შეფ-მზარეულებთან ერთად მიიღო. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანიც დაესწრო.
![]() „ეთნო ტაბლა“ წარმოადგენს USAID/Zrda-ს მიერ საქართველოს გასტრონომიის ასოიაციასთან ერთად შემუშავებულ ახალ ტურისტულ პროდუქტს. ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი წიგნი შექმილია მიზნობრივი რეგიონების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით.
Вернуться назад |