Главная > ბოლნისი / Fb სტატუსი / სპორტი > გურამ გიორბელიძე 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დაასახელა

გურამ გიორბელიძე 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დაასახელა


10-06-2021, 23:42. Разместил: mariko

გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში, 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად ბოლნისელი სპორსტმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ წევრი გურამ გიორბელიძე დაასახელა.
გურამ გიორბელიძე 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დაასახელა

აღსანიშნავია, რომ გურამ გიორბელიძე ნომინაციის პირველი გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმატებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

,,მან უკვე არაერთხელ ასახელა ჩვენი მუნიციპალიტეტი და მისით თითოეული ბოლნისელი განსაკუთრებით ვამაყობთ. მინდა, გურამს საკლუბო და სანაკრებო კარიერაში წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის მომავალში არაერთ საფეხბურთო მწვერვალს დაიპყრობს!"- წერს დავით შერაზადიშვილი.


Вернуться назад