Главная > ბოლნისი > ხატისოფლის მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის გზები დეპუტატთან და ბოლნისის მერთან განიხილა

ხატისოფლის მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის გზები დეპუტატთან და ბოლნისის მერთან განიხილა


2-06-2021, 17:30. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტში ბოლნისს, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად იმსჯელა სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხზე.

ხატისოფლის მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის გზები დეპუტატთან და ბოლნისის მერთან განიხილა

მაჟორიტარის თქმით, ზაფხულის დადგომასთან ერთად მწვავედ დგება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა ხატისოფელში.

„მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი მცდელობა გვქონდა საკითხი კვლავ აქტუალური და გადაუჭრელია. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით სოფლის მოსახლეობას და მათთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. ამ ეტაპზე მოსახლეობასთან ერთად შევჯერდით, რომ მოხდება ჭაბურღილის დამატება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერუარს და შიდა ქსელებს, რისთვისაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.




Вернуться назад