Главная > ბოლნისი / საზოგადოება > გიზო კორტავა: დღეს ბევრად მარტივია ახალი მედია პლატფორმის შექმნა, ვიდრე 10 წლის წინ

გიზო კორტავა: დღეს ბევრად მარტივია ახალი მედია პლატფორმის შექმნა, ვიდრე 10 წლის წინ


24-01-2021, 16:14. Разместил: mariko

,,თქვენ იმდენად ძვირფასი რამ მოიპოვეთ, რომ აქედანვე ნათელია პასუხისმგებლობა საკუთარი  თემის მიმართ.“- ეს განცხადება ყოფილმა ჟურნალისტმა და პირველი რეგიონული რადიოს  დამფუძნებელმა გიზო კორტავამ, რადიო WW-ის  გადაცემა ,,ამბები დილიდან“ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ახალი მედია პლატფორმა ახალი თავისუფალი სივრცის გაჩენაა, რისი ფუფუნებაც რამდენიმე წლის წინ არ იყო.

,,იყო სიძნელეები და არა მხოლოდ ტექნიკური, დღეს ნებისმიერ თემს შეუძლია საკუთარ სოციუმზე მორგებული მედია შექმნას. ჩვენს პერიოდში იმდენად ეშინოდა ხელისუფლებას ახალი მედიის შექმნის და თავისუფალი სიტყვის, რომ მაუწყებლობის ლიცენზია რომ მოგვეპოვებინა რეგიონის მასშტაბით, საწყისი ფასი 600 ათასი ლარიდან იწყებოდა“.

ქალთა რადიომ WW დღეს მაუწყებლობა დაიწყო და  პირველი ეთერი გადაცემით ,,ამბები დილიდან" გახსნა . გადაცემის სტუმრებმა ახალი რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქალთა რადიოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ბოლნისის სათემო ,,ქალთა რადიო WW” ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” დააფუძნა 2019 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა რადიო WW - ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.


Вернуться назад