Главная > ბოლნისი / პოლიტიკა > გოგი მეშველიანმა ბოლნისში უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა

გოგი მეშველიანმა ბოლნისში უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა


7-05-2021, 10:52. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისში მეუღლესთან ერთად უკრაინელ კოლეგებს უმასპინძლა.

ბოლნისს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე და ამავე კომიტეტის წევრი, მარია იონოვა მეუღლეებთან ერთად სტუმრობდა.

სტუმრებმა და მასპინძლებმა , მეგობრული ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა , რომელიც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მახარებს, ის ფაქტი, რომ ჩვენი მეგობრები მოხიბლული დარჩნენ ნანახით.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანმა ბოლნისში უკრაინელ დეპუტატებს უმასპინძლა


Вернуться назад