Главная > ბოლნისი > გოგი მეშველიანი ფხაზეთის ომში დაღუპული ლევან მემანიშვილის სამხედრო წესით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

გოგი მეშველიანი ფხაზეთის ომში დაღუპული ლევან მემანიშვილის სამხედრო წესით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.


24-04-2021, 19:33. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენმტში, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მაგო, რის შემდეგაც ბოლნისელი მებრძოლის ლევან მემანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს და ბოლნისის საძმო სასაფლაოზე მისი სამხედრო წესით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

“ჩვენთვის განსაკუთრებულად რთული, ემოციებით სავსე დღეა, 28 წლიანი მოლოდინის შემდეგ სამხედრო პატივით მშობლიურ მიწას მივაბარეთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ჩვენი თანამოქალაქე და თანამებრძოლი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი, ლევან მემანიშვილი. ის ერთ-ერთია იმ, 14 ბოლნისელთა შორის რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი 13 მებრძოლის კვალსაც უახლოეს მომავალში მივაკვლევთ. ამ ადამიანებმა ქვეყნის მთლიანობისთვის გაწირეს თავი და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ სათანადო პატივი მივაგოთ. “- განაცხადა გოგი მეშველიანმა

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) რომელთა შორისაც აღმოჩნდა სამხედრო პირი, ბოლნისელი მებრძოლი ლევან მემანიშვილი.


გოგი მეშველიანი ფხაზეთის ომში დაღუპული ლევან მემანიშვილის სამხედრო წესით დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.


Вернуться назад