Главная > ბოლნისი / საზოგადოება > კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელენე ბასილაშვილი ,,British Corner" - ის გამარჯვებულია

კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელენე ბასილაშვილი ,,British Corner" - ის გამარჯვებულია


19-04-2021, 22:29. Разместил: mariko

,,გავაერთიანოთ ხმები - ეს საუკეთესო გზაა ცვლილებებისთვის" - ამ სახელწოდების საჯერო მეტყველების კონკურსი ,,British Corner"- ჩატარდა,  რომლის გამარჯვებულიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბასილაშვილი გახდა. 

,,ამ კონკურსის მონაწილე სამჯერ ვიყავი და სამჯერვე მოვხვდი ფინალში, თუმცა წელს გავიმარჯვე, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიშრომე, არ დავნებდი და გავიმარჯვე. ალბად ეს მთელ ჩემს ცხოვრებს შეცვლის."- განაცხადა ელენე ბასილაშვილმა. 

კონკურსი წელს უკვე 23-ჯერ ჩატარდა და აღსანიშნავია, რომ ის ინგლისური ენის საჯარო მეტყველების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  ამ კონკურის ფარგლებში, საქათველოდან დიდ ბრიტანეთში 23 გამარჯვებულია გაგზავნილი და ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც ერთი მილიონი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას 16-დან 20 წლამდე, ქვეყნებს შორის გამარჯვებული საუკეთესო ორატორები კი ლონდონში იკრიბებიან .

კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელენე ბასილაშვილი ,,British Corner" - ის გამარჯვებულია

,,ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვმელოვანი კონკურსია, საჯარო მეტყველების კონკური ნებისმიერ ენაში წარმოადგენს გადამწვეტი მნიშვნელობის კონკურსს, ინგლისური ენის გლობალური გავრცელების ფონზე კი ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნარია", -განაცხადა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართვეოში მარკ კლეიტონმა. 


საქართველოში გამართული კონკურსის ფინალში კი 8 მოსწავლე მონაწილეობდა, ჟიურის წევრები კი ბრიტანეთის ელჩი და შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე იყვნენ.

გამარჯვებული კონკურანტი  პანდემიის გამო,
მსოფლიოს ფინალში Zoom-ის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას. 


რადიო WW


Вернуться назад