Главная > ბოლნისი > 23 აპრილს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტს ჩამოასვენებენ

23 აპრილს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტს ჩამოასვენებენ


19-04-2021, 14:07. Разместил: mariko
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტი იდენტიფიცირებულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

23 აპრილს, 15:00 საათზე მოხდება იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტი, ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადასვენება.

24 აპრილს, 16:00 საათზე კი ქ. ბოლნისში ლევან მემანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სასაფლაოს მიმდენარედ არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება. აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, სამხედრო პატივით, ბოლნისის საძმო სასაფლაოზე დაიკრძალება.

Вернуться назад