Главная > ბოლნისი / Fb სტატუსი / საზოგადოება > გოგი მეშველიანი და დავით შერაზადაშვილი მუსლიმ თემს რამადანის მარხვის დაწყებას ულოცავს

გოგი მეშველიანი და დავით შერაზადაშვილი მუსლიმ თემს რამადანის მარხვის დაწყებას ულოცავს


13-04-2021, 10:05. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს . მილოცვის ტექსტი  მაჟორიარის  Facebook  გვერდზე გამოქვეყნდა.  .

 

რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს!

ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სიკეთის, ჯანმრთელობის და სიმშვიდის მომტანი.“ - წერს გოგი მეშველიანი.

მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, რამაზინის თვის დადგომა ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან მიულოცა მუსლიმ თემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


,,ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გილოცავთ წმინდა რამადანის თვის დაწყებას!
ყოველგვარი სიკეთის, სიხარულისა და მშვიდობის საწყისი ყოფილიყოს ეს თვე თითოეული თქვენგანისთვის!"- წერს დავით შერაზადიშვილი.



რამადანი,, იგივე რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.


Вернуться назад