Главная > ბოლნისი / გარემოს დაცვა > ხრამის აუზი და ფოლადაურის ხეობა ,,ველური ბუნების სააგენტოს" ყურადღების ცენტრში მოექცა

ხრამის აუზი და ფოლადაურის ხეობა ,,ველური ბუნების სააგენტოს" ყურადღების ცენტრში მოექცა


31-03-2021, 15:30. Разместил: mariko
ფოლადაურის ხეობაში ველური ბუნების სააგენტომ 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, ხოლო მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის კალმახით დაათევზიანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ველური ბუნების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, სამონადირეო მეურნეობა შპს „კავკასიას“ ტერიტორიაზე, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.

სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ასევე მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახითა და ე.წ. „თვალების სტადიაზე“ მყოფი 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითით დაათევზიანეს.

ხოხბებისა და კალმახების გაშვებაში მონაწილეობა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.

ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.
ხრამის აუზი და ფოლადაურის ხეობა ,,ველური ბუნების სააგენტოს" ყურადღების ცენტრში მოექცა

Вернуться назад