Главная > ბოლნისი / სიახლეები > მცხეთისა და ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს

მცხეთისა და ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს


26-03-2021, 16:00. Разместил: mariko
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, პროექტის „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი გენდერული საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით არსებული პარქტიკა გაუზიარეს და მომავალ თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

Вернуться назад