Главная > ბოლნისი / სიახლეები > გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მადლობის სიგელები გადასცა

გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მადლობის სიგელები გადასცა


21-03-2021, 17:30. Разместил: mariko
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანმა  სამაჟორიტარო ბიუროში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მივულოცა.

გოგი მეშველიანმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადასცი.

,,ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ჩვენ,ერთი მთავარი რამ, საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს ერთად ვცდილობთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად უფრო მასშტაბურად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს."- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეგახსენებთ, აზერბაინაკული თემი დღეს ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს .
გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მადლობის სიგელები გადასცა

Вернуться назад