Главная > ბოლნისი / საზოგადოება > გენდერული თანასწორობის საბჭომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმასპინძლა

გენდერული თანასწორობის საბჭომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმასპინძლა


11-03-2021, 16:58. Разместил: mariko
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძესა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანთან.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა 2020-ის კალენდარული წელი და COVID19-ით გამოწვეული პრობლემები. ხაზგასმით აღინიშნა პანდემიის პერიოდში, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული თითოეული აქტივობა.

გაიწერა სამოქმედო გეგმა და შეთანხმება შედგა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

გენდერული თანასწორობის საბჭომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმასპინძლა
წყარო: გენდერული თანასწორობის საბჭო

Вернуться назад