Главная > ბოლნისი / სპორტი > ბოლნისის ,,სიონი" ცვლილებების მოლოდინშია 

ბოლნისის ,,სიონი" ცვლილებების მოლოდინშია 


21-01-2021, 17:15. Разместил: mariko

შესაძლოა კლუბის ახალ დირექტორად ზურაბ ჯაფარიძე დაინიშნოს, აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ , რომ ზურაბ ჯაფარიძე 2003 წლამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი აქტიურად იყო ჩართული საფეხბურთო კლუბების:  ბათუმის ,,დინამოსა" რუსთავის ,,ოლიმპის" განვითარებაში, ამ უკანასკნელის ვიცე პრეზიდენტიც იყო.

,,რადიო ვივის" წყაროს ინფორმაციით, ბოლნისის ,,სიონის" ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი ლევან სანიკიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის წინ დაინიშნა და ჯერ მისთვისაც უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კლუბის მესვეურები.



Вернуться назад