Главная > ბოლნისი / არჩევნები 2024 > ,,ოცნების " მერობის კანდიდატმა ბოლნისში ხმა N3 საარჩევნო უბანზე მისცა

,,ოცნების " მერობის კანდიდატმა ბოლნისში ხმა N3 საარჩევნო უბანზე მისცა


4-10-2025, 10:54. Разместил: mariko

ქალაქ ბოლნისის №3 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა პარყია ,,ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ.
ის უბანზე მეუღლესთან ერთად ერთად მივიდა.

,,რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ბოლნისი კვლავაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა.”- წერს სოციალურ ქსელში ჭითანავა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბოლნისის მერობისთვის ორი კანდიდატი აპირებდა ბრძოლას: ,,ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა და ,,ძლიერი საქართველო- ლელო”- დან ასაფ ჩირაგოვი, ამ უკანასკნელმა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საკუთარი კანდიდატურა ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.

 4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.


Вернуться назад