,,ძვირფასო ბოლნისელებო, ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მერობის კანდიდატი იმ ქალაქში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, პიროვნებად ჩამოვყალიბდი და დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ეს ქალაქი არის ჩემი ფესვები, ჩემი ისტორია და ჩემი მომავალი.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის და იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია ბოლნისს, ჩვენს საერთო სახლს მოვახმარო.
ჩვენი მიზანია, ბოლნისი კიდევ უფრო განვითარებული, თანამედროვე და ერთდროულად ტრადიციებზე დაფუძნებულ ქალაქად ვაქციოთ. გვჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი იქნება ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ხანდაზმულებისთვის, ყველა თაობისთვის.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა: განახლდეს ფასადები, სახურავები, გზები და სკვერები, რათა ბოლნისის იერსახე იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო. მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ უჩნდებოდეთ სხვაგან წასვლის სურვილი. ამისთვის შევქმნით სივრცეებს და პირობებს, რომლებიც მათ განვითარებას, დასაქმებასა და თავისუფალი დროის ხარისხიანად გატარებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული ზონების განვითარებას. ჩემი სურვილია, ბოლნისის ცენტრალური პარკი გადაიქცეს უფრო თანამედროვე, კომფორტულ და სიცოცხლით სავსე სივრცედ, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის შეიქმნება განტვირთვისა და დასვენების შესაძლებლობა.
ბოლნისი გამორჩეულია თავისი ისტორიული წარსულით, უნიკალური არქიტექტურითა და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენ ვალდებულები ვართ, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სიძლიერე და მრავალფეროვნება.
ჩვენთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში მშვიდობითა და მეგობრობით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. მჯერა, რომ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ერთად, ერთიანი ძალისხმევით, ვიშრომებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის. მჯერა, რომ უკეთესი მომავალისთვის თითოეული ადამიანის ჩართულობა და ერთსულოვნება გადამწყვეტია.
ერთად დგომით, ურთიერთპატივისცემით და თანადგომით, აუცილებლად დავძლევთ ყველა სირთულეს და ბოლნისს მივცემთ განვითარების ახალ ბიძგს. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ, ერთად, ბოლნისისთვის! ძვირფასო ბოლნისელებო, ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მერობის კანდიდატი იმ ქალაქში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, პიროვნებად ჩამოვყალიბდი და დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ეს ქალაქი არის ჩემი ფესვები, ჩემი ისტორია და ჩემი მომავალი.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის და იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია ბოლნისს, ჩვენს საერთო სახლს მოვახმარო.
ჩვენი მიზანია, ბოლნისი კიდევ უფრო განვითარებული, თანამედროვე და ერთდროულად ტრადიციებზე დაფუძნებულ ქალაქად ვაქციოთ. გვჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველი იქნება ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ხანდაზმულებისთვის, ყველა თაობისთვის.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა: განახლდეს ფასადები, სახურავები, გზები და სკვერები, რათა ბოლნისის იერსახე იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო. მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ უჩნდებოდეთ სხვაგან წასვლის სურვილი. ამისთვის შევქმნით სივრცეებს და პირობებს, რომლებიც მათ განვითარებას, დასაქმებასა და თავისუფალი დროის ხარისხიანად გატარებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული ზონების განვითარებას. ჩემი სურვილია, ბოლნისის ცენტრალური პარკი გადაიქცეს უფრო თანამედროვე, კომფორტულ და სიცოცხლით სავსე სივრცედ, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის შეიქმნება განტვირთვისა და დასვენების შესაძლებლობა.
ბოლნისი გამორჩეულია თავისი ისტორიული წარსულით, უნიკალური არქიტექტურითა და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენ ვალდებულები ვართ, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სიძლიერე და მრავალფეროვნება.
ჩვენთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში მშვიდობითა და მეგობრობით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. მჯერა, რომ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ერთად, ერთიანი ძალისხმევით, ვიშრომებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის. მჯერა, რომ უკეთესი მომავალისთვის თითოეული ადამიანის ჩართულობა და ერთსულოვნება გადამწყვეტია.
ერთად დგომით, ურთიერთპატივისცემით და თანადგომით, აუცილებლად დავძლევთ ყველა სირთულეს და ბოლნისს მივცემთ განვითარების ახალ ბიძგს. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავიმარჯვებთ, ერთად, ბოლნისისთვის!”- წერს სოციალურ ქსელში ,, ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ბოლნისში ზამურ ჭითანავა
Вернуться назад
|