Главная > ბოლნისი / პოლიტიკა > დღეს ქალების მარში ,,ქალები ვირჩევთ ევროპას" გაიმართება
დღეს ქალების მარში ,,ქალები ვირჩევთ ევროპას" გაიმართება20-04-2024, 14:54. Разместил: mariko |
ქალები ვირჩევთ ევროპას - 20 აპრილს, 17:00 საათზე, ქალთა მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციას აანონსებს. მონაწილეები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. მარში გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორშიც: ,,ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა! Вернуться назад |