Главная > ბოლნისი > დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგინა

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგინა


26-03-2024, 13:46. Разместил: XSETUS

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.


დავით შერაზადიშვილმა ანგარშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ იმფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.


ანგარიშის წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.


მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა, იმ 132 ინფრასტრუქტურულ პროეტებზე, რომლებიც 2023 წელს განხორციელდა და რომელზეც 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 
ასევე სოციალურ პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტმა 2023 წელს 4 მილიონი ლარი დახარჯა.


დავით შერაზადიშვილმა აქცენტი გააკეთა მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის ინდექსზე და აღნიშნა, რომ ბოლნისმა წინა წლების  შედეგი რეიტინგში 40 პუნქტით გაიუმჯობესა რეგიონში კი ამ მხრივ ლიდერია.


ანგარიშის წარდგენის შემდეგ მერმა, დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. 


RADIOWW · დავით შერაზადიშვილი


RADIOWW · მარინე ბჟალავა

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  2023-წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგინა


Вернуться назад