Главная > ბოლნისი / საზოგადოება > გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება

გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება


23-03-2024, 14:14. Разместил: mariko
გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეტრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში „დღის ცენტრს 60+“ სტუმრობდა სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს დამსახურებული ადამიანები და დღეს საინტერესოდ ატარებენ.
„შთაბეჭდილებებით სავსე საღამო გვაჩუქეს. შეუძლებელია მათმა ხალისმა, ნიჭმა, ენერგიულობამ და კრეატიულობამ გულგრილი დაგტოვოს. თითოეულ მათგანს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება და შევუწყოთ ხელი მათი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.აღნიშნული ცენტრი პროექტის „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში ფუნქციონირებს, რისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო იდეის განმახორციელებელს ქალბატონ იულია ხარაშვილს.“ -განაცადა გოგი მეშველიანმა

Вернуться назад