Главная > ბოლნისი / სიახლეები > 21 მარტს საქართველოში, ჟურნალისტიკის დღეა.

21 მარტს საქართველოში, ჟურნალისტიკის დღეა.


21-03-2024, 12:56. Разместил: mariko
რადიო WW ქართული მედიის წარმომადგენლებს ულოცავს პროფესიულ დღეს. მათ წინსვლას და განვითარებას უსურვებს.

ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისუფალი და კრიტიკული მედიის არსებობა ქვეყანის დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია
ხელისუფლების პასუხისმგებლობა დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები, არ დაუშვას მათ საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს 1993 წელს.

საგულისხმოა , რომ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოვიდა პირველი ქართული გაზეთის პირველი ნომერი.

Вернуться назад