Главная > ბოლნისი / სიახლეები > საქართველოს აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს


20-03-2024, 17:18. Разместил: mariko

გაზაფხულის დადგომას საქართველოს აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად ხვდებიან.

ნოვრუზ ბაირამი ახალი წლისა და იმედების გაჩენის დღესასწაულია. ეროვნული ზეიმი, რომელიც ისტორიულად ზოროასტრიზმიდან და ცეცხლთაყვანისმცემლობიდან მოდის, თუმცა დღეს ის ახალი წლის მოსვლას უკავშირდება.

ოფიციალურად, 21 მარტია ნოვრუზ ბაირამის, იგივე - გაზაფხულის ბუნიობის თარიღი, თუმცა იქამდე საქართველოს აზერბაიჯანელები ოთხ ჩერშენბეს, ანუ ოთხშაბათს აღნიშნავენ. ესაა ოთხი სტიქიის: ცეცხლის, წყლის, ქარისა და ბოლოს, მიწის გამოღვიძების სიმბოლური დღეები.

ამ დღეებში ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, სუფრაზე უამრავი ტკბილეული ჩნდება; ჯეჯილი, შეღებილი კვერცები ყველა ოჯახშია; ბავშვები დადიან სახლებში და ტკბილეულს აგროვებენ, საღამოობით ანთებენ ცეცხლს და ერთმანეთს მხოლოდ კარგ სურვილებს უთქვამენ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს აზერბაიჯანელებს მთავრობის წარმომადგენლები ნოვრუზს ულოცავენ, ისლამსა და რელიგიას ახსენებენ:„ისლამს არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, ესაა სრულიად ეროვნული ზეიმი და დღესასწაული".

და რაც მთავარია, უკვე წლებია ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზის უქმე თარიღად გამოცხადებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.


Вернуться назад