Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ღონისძიების თემა ,,ქალის ,გზა პოლიტიკაში" და საუბარი ძლიერი ქალების როლზე საზოგადოებაში

ღონისძიების თემა ,,ქალის ,გზა პოლიტიკაში" და საუბარი ძლიერი ქალების როლზე საზოგადოებაში


15-03-2024, 18:00. Разместил: mariko

ქალთა თვის აღსანიშნავად დღეს ქალაქ ბოლნისის კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ ქალის გზა პოლიტიკაში".

ღონისძიებაზე მოწვეულმა სპიკერებმა, პარლამენტის ყოფილმა წევრებმა, დარეჯან ჩხეტიანმა და სოფიო ლარცულიანმა ისაუბრეს, იმ სირთულეებზე, იმ გამოწვევებზე და იმ გზაზე, რომლის გავლაც უწევთ ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნული ღონისძიებით ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას თუ რასთან არის დაკავშირებული ქალთა დღის (8 მარტის) აღნიშვნა.

ესაა თარიღი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქალთა ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეას.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პარტია ,,ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მიერ და მიზნად ისახავდა პოლიტიკაში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ინფორმაციის გაზიარებას.


Вернуться назад