Главная > ბოლნისი > ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა


8-03-2024, 17:32. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
დავით შერაზადიშვილმა და თამაზ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლ ქალბატონებს, კომუნალური მეურნეობის სამსახურის მეეზოვეებს, ადგილობრივი მედიის წარმომადგენელსა და საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მორიგე ბრიგადის ქალბატონებს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.

დავით შერაზადიშვილმა თითოეულ ქალბატონს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დღესვე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ქალბატონებს 8 მარტთან დაკავშირებით სიმბოლურად ყვავილები გადაეცათ.

Вернуться назад