Главная > ბოლნისი > ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი „CHANGE - თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პოლონეთში, სასწა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი „CHANGE - თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პოლონეთში, სასწა


22-02-2024, 16:55. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი „CHANGE - თვითმმართველობის აკადემია საქართველოს ლიდერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთში, სასწავლო ვიზიტში იღებს მონაწილეობას.

პროექტი „თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში“ განკუთვნილია მუნიციპალიტეტების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ლიდერობისა და მენეჯმენტის საკითხებში.

კურსის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ვარშავაში, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ვორქშოფები გაიმართება საჯარო სერვისების დიზაინის სფეროში Design Thinking მეთოდის გამოყენებით.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება პოლონური სოლიდარობის ფონდი Pl საქართველოს ორგანიზებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა (სათეფა) და მიროშევსკის ცენტრთან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავებულია პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ვორქშოფები და შეხვედრები ქალაქ ვარშავის გარდა დლუგოსიოდლოს, ვოლომინისა და პლონსკის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პოლონეთში ვიზიტს 26 თებერვალს დაასრულებს.

Вернуться назад