Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ქალაქ ბოლნისში დღეიდან ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსები იმოძრავებს

ქალაქ ბოლნისში დღეიდან ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსები იმოძრავებს


8-01-2024, 12:48. Разместил: mariko

ქალაქ ბოლნისში დღეიდან ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსები იმოძრავებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ავტობუსი გადაეცა. 3 ავტობუსი სოფელ რატევნის, ქალაქი ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი მათგანი კი ბოლნისი-დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭის ხაზს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


Вернуться назад