Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა ბოლნისში

ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა ბოლნისში


7-01-2024, 12:43. Разместил: mariko
ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა ალილო.

მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკო
პოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო ალილოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და მერის პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეუერთდა.
 
მეალილოეებმა შეგროვებული საშობაო ნობათი მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-17 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

Вернуться назад