Главная > ბოლნისი / კულტურა > ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო


21-12-2023, 22:00. Разместил: mariko
ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საესტრადო ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ მიიღო. ნაძვის ხე საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებთან ერთად აანთო.

ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრო.
საახალწლო დღეებისთვის ქალაქი ბოლნისი წელს განსაკუთრებულად მოირთო. განათებებს შორის არის ილუმინაციები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით იქნა შეძენილი და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო აქტივობა ქალაქ ბოლნისში ნაძვის ხის ანთებით არ დასრულებულა, 28 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

Вернуться назад