Главная > ბოლნისი / კულტურა > დღეს ოფიციალურად გაიხსნა ანსამბლის ,,ბოლნელი” სარეპეტიციო სივრცე

დღეს ოფიციალურად გაიხსნა ანსამბლის ,,ბოლნელი” სარეპეტიციო სივრცე


18-12-2023, 19:30. Разместил: mariko
დღეს ოფიციალურად გაიხსნა ანსამბლის ,,ბოლნელი” სარეპეტიციო სივრცე.

დღეს სამ თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ჩვეული პომპეზურობითა და გრანდიოზულობით გაიხსნა 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლის „ბოლნელი“ ახალი სარეპეტიციო სივრცე.

პრეზენტაცია, პრაქტიუკალად ახლად რეაბილიტირებულ ქ. ბოლნისის მუნიციპალური სარიტუალო მომსახურების სასახლის პირველ სართულზე გაიმართა.

სარეპეტიციო დარბაზი ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა- კურთხევით გაიხსნა და მას ანსამბლის აღსაზრდელები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ანსამბლს ,,ბოლნელი” სარეპეტიციო დარბაზზე ხელმისაწვდომობა 2023 წლის აგვისტოში შეეზღუდა, რადგან მანამდე არსებული სივრცე მესამე საჯარო სკოლის კუთვნილება იყო, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ვულოცავ ყველა მოსწავლეს მშობელს , ,,ბოლნელის” ყველა კეთლის მსურველს, ახალი სარეპეტიციო სივრცე მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და პირადად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის დიდი მონდომებით გაკეთდა, რა თქმა უნდა ,,ბოლნელის” ადმინისტრაციის ძალიან დიდი წვლილია დარბაზის კეთილმოწყობაში, მაგრამ რომ არა ბატონი დავითის კეთილგანწყობა ანსამბლი ,,ბოლნელი” სივრცის გარეშე რჩებოდა.”- განაცხადა ანსაბლ ,,ბოლნელის” ქორეოგრაფმა კობა ჟღენტმა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი” აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

Вернуться назад