Главная > ბოლნისი / საზოგადოება > „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

„ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.


30-11-2023, 13:30. Разместил: mariko
„ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

მერიის შენობის წინ პერფორმანსი მოვაწყვეთ გავუშვით ნარინჯისფერი კვამლი, დავარიგეთ საინფორმაციო ფლაიერები, შენობიდან ნარინჯისფერი ბუშტები გადმოვუშვით და საზოგადოებას მოვუწოდეთ - დუმილი გამოსავალი არ არის!
გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ!

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

📸Nona Khuzmiashvili

Вернуться назад