Главная > ბოლნისი > 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება

16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება


28-11-2023, 23:40. Разместил: mariko
16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. ამ პერიოდის განმავლობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და მათ არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ბინის ქირით უზრუნველყოფასა და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ასევე ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის „ბოლნისის სათნოების სახლთან არსებული ქალთა კრიზისული ცენტრი“ მოქმედებს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შესაბამის დახმარებას უწევს.

მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ ძალადობის ფაქტზე თვალის დახუჭვა და გულგრილობა დაუშვებელია, თითოეული ადამიანის მიერ განხორციელებული ერთი ზარი, გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

Вернуться назад