Главная > ბოლნისი / საზოგადოება > შეხვედრა მოსამართლესთან

შეხვედრა მოსამართლესთან


17-11-2023, 01:04. Разместил: mariko
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის” ორგანიზებით, კავკასიის იურიდიული ინტეგრაციის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ბადრი ნიპარიშვილი უძღვებოდა .

 მოსამართლე, ბადრი ნიპარიშვილმა შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა და ვრცლად ისაუბრა სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე საზოგადოებასა და სასამართლოს შორის ნდობის აღდგენაზე.

ღონისძიება იყო უნიკალური შესაძლებლობა ადგილობრივი მოქალაქეებისთვის უშუალოდ მოსამართლისგან მიეღოთ ინფორმაცია სასამართლოს თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრა USAID სამართლოს უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

Вернуться назад